Victor Osimhen of SSC Napoli scores his team's first goal during the Serie A TIM match between Udinese Calcio and SSC Napoli at Dacia Arena on May...„ნაპოლიმ” სტუმრად „უდინეზესთან” 1:1 ითამაშა. ანგარიში 51-ე წუთზე ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, 90+2 წუთზე კი მისმა თანამემამულემ აიზეკ საქსესმა გაათანაბრა. ჩვენ ნეაპოლელის გოლზე შევჩერდეთ. ის მატეო პოლიტანოს პასით გავიდა და ავტორს 125 ათასი ევრო მოუტანა.

უდინელთა კარში შეგდებული ბურთი ლაგოსში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მე-15 გამოდგა. სწორედ ამიტომ გადაუხდის მას კლუბი ბონუსს. ეს პრემია კონტრაქტის თანახმად იყო გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს ხელი დეკემბერში მოაწერა. მის თანახმად თავდამსხმელი კლუბში 2026 წლამდე უნდა დარჩეს და წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო მიიღოს. ხელშეკრულებაში წერია გამოსასყიდი თანხაც — 120 მილიონი ევრო, მაგრამ, რამდენადაც ცნობილია, სეზონის დასრულების შემდეგ თავდამსხმელი კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით „პარი სენ ჟერმენში” გადავა

ცხადია ნიგერიელის კონტრაქტი ითვალისწინებს ბონუსებსაც. ბონუსები გატანილი გოლების რაოდენობაზეა დამოკიდებული. 15 გოლზე კლუბი ოსიმენს 125 მილიონ ევროს გადაუხდის.