„ალავესთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში „ვალენსიას” კარს დისკვალიფიცირებული გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად ჯაუმე დომენეკი იცავდა, მაგრამ მან პირველ ტაიმში მოედანი დატოვა. ის საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ჯაუმემ კუნთი სერიოზულად დაიზიანა და მიმდინარე სეზონში მოედანს კი არა, სათადარიგოთა სკამსაც კი ვერ დაუბრუნდება. მას სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება და მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეძლებს თამაშს.

Video thumbnail