მიხეილ ლომთაძის ქონება ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო 1.8 მლრდ დოლარით შემცირდა • Forbes Georgia48 წლის მიხეილ ლომთაძე, ვინც ფორბსის მილიარდერთა სიაში 581 ადგილზე და ვისი ქონებაც 5.7 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, ინგლისის პირველი ლიგის „უიკომ უონდერესის“ აქციათა 90 პროცენტის მფლობელი გახდა.
2020 წლის თებერვლიდან „უიკომბი“ ამერიკელ ბიზნესმენ რობი კუხიგს ეკუთვნოდა, ორიოდ დღის წინ კი ლომთაძემ მასთან გარიგება წარმატებით დაასრულა.
„ფეხბურთი სწრაფად ვითარდება. ჩვენი მიზანიაც ესაა – თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ და კლუბი განვითარების სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. გვსურს, რომ ჩვენმა კლუბმა მალე პრემიერლიგაში ითამაშოს. ფინანსური სტაბილურობის გარეშე კი მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება“, – თქვა მიხეილ ლომთაძემ, რომელიც ამჟამად ყაზახეთში მუშაობს და Blue Ocean Partners Ltd პრეზიდენტი გახლავთ. ის ბათუმშია დაბადებული და საბანკო სფეროში საქმიანობს.
„უიკომბმა“ ეს სეზონი მე-10 ადგილზე დაამთავრა.
წილი
წინა სტატიალიოვი მიუნხენში მიდის
შემდეგი სტატიაფინალები ქართველების გარეშე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.