Joachim Loew to Stay On as Germany Coach Till Euro 2016 | Football News„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა გუნდის მწვრთნელად იოაჰიმ ლიოვის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.

„მის დანიშვნაზე საუბარი არ ყოფილა. მან ნათლად თქვა, რომ არ სურდა ბაიერნში მუშაობა. ჩვენ ვაგრძელებთ მწვრთნელის ძებნას, რომელიც ჩვენს კლუბს მოერგება“.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის „შტუტგარტისა“ და „ბაიერნის“ მატჩისას (3:1) ლიოვი ტრიბუნაზე გამოჩნდა.

მანამდე ლიოვმა განაცხადა, რომ მზადაა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს, ოღონდ საინტერესო შეთავაზების შემთხვევაში. ის გერმანიის ნაკრების მწვრთნელად 2006-2021 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2017 წლის კონფედერაციის თასი.