Giorgi Mamardashvili is being sent off for handling the ball outside the area during an attack by Lamine Yamal in the match between FC Barcelona and...ორშაბათს, „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში საჯარიმო მოედნის გარეთ ხელით თამაშისთვის მოედნიდან გააძევეს სტუმართა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ეს პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა, როდესაც „ვალენსია” 2:1-ს იგებდა. საბოლოოდ თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 4:2, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი ყურადღება თამაშზე კი არა, იმ ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ, რომ მოედნის დატოვების შემდეგ გიორგიმ 2022 წლის 21 მაისის შემდეგ ლა ლიგაში პირველი წუთები გამოტოვა. შეხვედრა, რომელშიც ქართველმა მეკარემ ბოლოს ვერ მიიღო მონაწილეობა იყო „ვალენსია” – „სელტა”.

როგორც AS წერს, მამარდაშვილმა გასულ სეზონში ყველა 3420 წუთი ითამაშა, მიმდინარე სეზონში კი, გაძევებამდე — 2880.

გიორგის დისკვალიფიკაციის გამო ერთი მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. ის არ იქნება მოედანზე კვირას „ალავესის” წინააღმდეგ.