„ბაიერნთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში (2:2), შცვლაზე შესული მადრიდის „რეალის“ 38 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა მესამე ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელიც მონაწილეობდა შეჯიბრების ამ ეტაპზე.
მოდრიჩს ამჟამად უსწრებს „მილანის“ ყოფილი მცველი პაოლო მალდინი, რომელმაც 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა 38 წლისა და 302 დღის ასაკში. ხორვატს ასევე ჯობნის „მილანის“ სხვა მცველი, ალესანდრო კოსტაკურტას, რომელიც 2005/2006 წლების სეზონში ამ ტურნირის ნახევარფინალური მატჩის დროს 40 წლისა და 2 დღის იყო.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი მოედანზე მატჩის 75-ე წუთზე გამოჩნდა და 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი შეცვალა.