ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დიდი კლუბის თვალსაწიერშია, მაგრამ ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული „ნაპოლისთან” კონტრაქტის გაგრძელებაა, — ასე დაწერა „გაძეტა დელო სპორტმა:

„მაისი ჯერ კიდევ წინ არის და შეთანხმების თანახმად ახლოვდება დღე, როდესაც მხარეებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ეს მათ სეზონის მსვლელობისას დაადასტურეს: სეზონის ბოლოს კონტრაქტის განახლების დღე დათქვეს. თუმცა, ამ დღის მოლოდინში ბევრი რამ შეიცვალა კიდეც. „ნაპოლი” მომავალ სეზონში ევროთასების მიღმა დარჩენის საშიშროების წინაშე დგას და ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. ისევე როგორც იმისა, რომ კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი პირისპირ შეხვედრისას აურელიო დე ლაურენტისს 2028 წლამდე წელიწადში 5 მილიონ ევროს მოთხოვს.

ბოლოხანს ჯუღელმა საჯარო გამოსვლების ტონი შეცვალა. კვარას მომავალზე ლაპარაკისას ის თითქოს „ნაპოლის” წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ახლანდელ კონტრაქტს, რომლის თანახმადაც კვარა „ნაპოლისთან” კიდევ სამი წლით არის მიბმული, ასეთი თამაში საბოლოოდ არავის აწყობს.

„ბარსელონა” კვარასა და ჯუღელს ზეწოლას უწყობს, რითაც ცდილობს „ნაპოლის” რეალური განწყობა გაიგოს. დე ლაურენტისი მზად არის ფეხბურთელს შემოსავალი გაუსამმაგოს. გახადოს ის ბონუსებიანად 4.5 მილიონი ევრო. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ფეხბურთელის — რომელიც „მანჩესტერ სიტისაც” მოსწონს — გარემოცვა აპირებს მოითხოვოს საბაზისო 5 მილიონი და ბონუსები მის ზემოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დე ლაურენტისს „ბარსელონას” წინადადებას გააცნობენ. თუმცა, ჯერჯერობით „ბარსა” ისეც არ აქტიურობს, რომ იტალიური კლუბის პრეზიდენტის სიმტკიცე შეარყიოს”.