კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე მშვიდობიანად დაიწყო. მე-10 ტურს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სატურნირო ცხრილში.
ლიდერმა „იბერიამ“ სტუმრად კერკეტი „თელავი“ 3:0 დაამარცხა და კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერდ რჩება. ყოფილმა საბურთალოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს.
„სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ 3:1 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა. „დინამოს“ ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
ამ ტურში ორი დერბი გაიმართა და ორივე ფრედ დასრულდა. იმერული – „სამტრედია“ – „ტორპედო“ უგოლოდ დამთავრდა, ზღვისპირული კი – „კოლხეთი“ – „ბათუმი,“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში – 2:2.
ბათუმელთაგან დუბლი შეასრულა ლადო მამუჩაშვილმა. მეორე გოლისას ლადომ პენალტი გააცუდა, მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია მისი დარტყმული, მაგრამ დამატებაზე ისევ მამუჩაშვილმა დაასწრო ყველას და მაინც გაიტანა.
თუმცა ფოთელები არ გატყდნენ და შესვენების შემდეგ ორი საპასუხო ბურთი შეაგდეს. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გამოდგა, რომელიც გიორგი ახალაძემ გაიტანა 88-ე წუთზე. გიორგიმ შორიდან ძლიერად დაარტყა და „ხმელი ფოთოლი“ შეასრულა. გახსოვთ ალბათ, იყო ასეთი გამთქმა, როცა ბურთი ჰაერში იცვლიდა მიმართულებას.
ამისდაკვალად, „იბერია“ 25 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა, „ბათუმი“ მას ორი ქულით ჩამორჩა და მესამე ადგილზეა, რადგან…
„დილამ“ ტურის ბოლო მატჩში აუტსაიდერ „გაგრას“ მოუგო მინიმალური ანგარიშით, ბათუმელების კვალად 23 ქულა დააგროვა, თუმცა ბურთების უკეთესი ბალანსით ზღვისპირელებს ადგილი გაუცვალა და მეორე ადგილზე დადგა.
„გაგრა“ კი მიჯრით მეხუთედ დამარცხდა და კვლავ ბოლო ადგილზეა.
თელავი 0:3 იბერია
0:1 კოხრეიძე (19), 0:2 გიზო მამაგეიშვილი (51), 0:3 ნონიკაშვილი (58 პენ)
სამტრედია 0:0 ტორპედო
სამგურალი 3:1 დინამო
0:1 იობაშვილი (32), 1:1 საიმონი (44 საკ. კარში), 2:1 ვინისიუსი (48), 3:1 ჩიხლაძე (66)
კოლხეთი 2:2 ბათუმი ქობულეთში
0:1, 0:2 მამუჩაშვილი (45, 45+4), 1:2 გვასალია (78), 2:2 ახალაძე (88)
45+4 წუთზე მამუჩაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაგრა 0:1 დილა
0:1 შეყილაძე (39)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
იბერია 1999 | 33 | 22 | 4 | 7 | 70:43 | 70 |
ტორპედო | 33 | 19 | 7 | 7 | 54:38 | 64 |
დილა | 33 | 17 | 11 | 5 | 54:28 | 62 |
ბათუმი | 33 | 13 | 10 | 10 | 39:38 | 49 |
სამგურალი | 33 | 10 | 9 | 14 | 48:47 | 39 |
დინამო | 33 | 9 | 12 | 12 | 32:38 | 39 |
გაგრა | 33 | 10 | 5 | 18 | 34:49 | 35 |
კოლხეთი | 33 | 7 | 13 | 13 | 42:56 | 34 |
თელავი | 33 | 7 | 9 | 17 | 27:40 | 30 |
სამტრედია | 33 | 5 | 12 | 16 | 31:54 | 27 |
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 6, გიორგი კოხრეიძე, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – იბერია) – 5