ლა ლიგის 32-ე ტურში „რეალმა” შინ დაამარცხა „ბარსელონა” 3:2. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. „ბარსელონას” თავკაცმა ჩავიმ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად ცუდ მსაჯობაზეც ილაპარაკა.
თამაში
ძალიან გაწბილებული ვარ. როგორ გინდა ჩვენ ლიგას მსოფლიოში საუკეთესო დავარქვათ? ყველამ დაინახა, რომ ბურთი „რეალის” კარში შევარდა. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ხეტაფეში ვთქვი, რომ სიტუაცია ძალიან არ მომწონდა. დღეს კი უკვე აბსურდის დაგროვება გვაქვს. ჩემი გუნდით ვამაყობ. ვფიქრობ, მეტოქეს ვჯობდით. კარგად ვითამაშეთ, მოწინააღმდეგეზე მეტი შევქმენით, თამაშს ვაკონტროლებდით. ქულები კი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დავკარგეთ. ასეთი იყო, მაგალითად ბურთის მიერ ხაზის გადაკვეთა. დღეს ჩვენ მეტს ვიმსახურებდით. რაც მოხდა ყველამ დაინახა. თუ უნდათ ამ სიტყვებისთვის დამსაჯონ. გარდა ამისა, ჩვენ დავმარცხდით რამდენიმე წვრილმანის გამო. ეს წვრილმანები იმით იყო განპირობებული, რომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ.
დაცვა
პენალტის გარდა იყო ორი კონკრეტული ეპიზოდი, როდესაც შევცდით. სხვა მხრივ დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ერთხელ საჯარიმოში შეგვეშალა და მეორედ მეტოქეს ჩაწოდების საშუალება მივეცით.
ახლა ჩვენ მეორე ადგილზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ წინააღმდეგობრივი განცდა მაქვს. ისეთი ფეხბურთით უნდა მოგვეგო, მაგრამ არის მომენტები, რომელთაც ვერ გავაკონტროლებთ. ვგრძნობ, რომ მაქსიმალურად უსამართლოდ მოგვექცნენ.
მომავალი
ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. წაგება უნდა გავიაზროთ და „ვალენსიასთან” შეხვედრაზე ვიფიქროთ. სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი და წინ ბევრი სამუშაო გველის. ჩვენი ამოცანაა გაისად სუპერთასზე მოხვედრაა.
ლამინე იამალი
მის მესისთან შედარებას არ ვაპირებ, მაგრამ საქმე გვაქვს ფეხბურთელთან, რომელსაც მატჩის ბედის განსაზღვრა შეუძლია. ერთი ერთზე მისი შეჩერება ძალიან ძნელია. იამალის განეიტრალებას ორი-სამი ფეხბურთელი სჭირდება. ის ჩენი გუნდის აწმყო და მომავალია.
რეალი
ჩემპიონატი 38 შეხვედრისგან შედგება. ჯამში „რეალს” უნდა მივულოცოთ. ამ გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში წააგო. მადრიდელებს ტიტული ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ, თუმცა დღეს უკიდურესი უსამართლობის შეგრძნება მაქვს.