გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის განცხადებით, ბუნდესგუნდის მთავარ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა, შესაბამისად, გერმანიის ნაკრებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც ნაგელსმანი მოამზადებს.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის სპეციალისტმა გერმანიის ნაკრებიშარშან სექტემბერში ჩაიბარა, მას შემდეგ რაც საფეხბურთო კავშირმა დაკავებული თანამდებობიდან ჰანსი ფლიკი გაათავისუფლა.
იულიან ნაგელსმანის ხელმძღვანელობით ითამაშებს გერმანიის ნაკრები ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, რომელიც 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაშივე გაიმართება. ბუნდესგუნდი A ჯგუფში შოტლანდიასთან, უნგრეთთან და შვეიცარიასთან ითამაშებს.