„ბაიერნის“ თავკაცმა თომას ტუხელმა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალთან“ მოგება ასე შეაფასა:
„პირველ ტაიმში ჭადრაკი ვითამაშეთ. არავის სურდა პირველი შეცდომის დაშვება. ვფრთხილობდით – ჩვენც გვქონდა მომენტები, „არსენალსაც“.
შესვენებაზე გუნდს ინდივიდუალურობის გამოჩენისა და ცოტა თამამად თამაშისკენ მოვუწოდე. უფრო დინამიურად ვითამაშეთ და მეორე ტაიმი ფანტასტიკური ჩავატარეთ. ჩვენ ვიმსახურებთ ამ გამარჯვებას.
საჭირო იყო გადაწყვეტილებების პოვნა და ეს ჩვენ გუნდურად გავაკეთეთ. მადლობას ვუხდი ბიჭებს და ვულოცავ მათ ამ მიღწევას. ჩვენ ყველა ძალიან ბედნიერები ვართ“, – თქვა ტუხელმა, ვინ, შეგახსენებთ, ამ სეონის ბოლოს გუნდიდან მიდის.
„ბაიერნმა“ „არსენალს“ ჯამში (3:2) მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.