მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან.

„იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“  3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე.

მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა.

„თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა. ვნახეთ ეფექტური გოლიც, თელაველთა შემტევმა, თორნიკე მორჩილაძემ პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა.

„დინამოს“ ხუთი ტურია აღარ მოუგია (3 ფრე, 2 წაგება). ამჯერად ანდრეს კარასკოს შეგირდებმა ფოთის „კოლხეთს“ ვერ აჯობეს (0:0), 8 მატჩის შემდეგ 9 ქულა მოაგროვეს, მე-7 ადგილზე დგანან და გასავარდნ ზონას ოდენ სამი პუნქტით უსწრებენ. ამდენივე ქულა აქვთ „კოლხეთს“ და „თელავს“ თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის კვალად ისინი მე-5-6 ადგილებს ინაწილებენ.

პარასკევის სათამაშო დღის გვიან მატჩში „დილამ“ „ბათუმს“ უმასპინძლა და ერთ ქულას დასჯერდა ისევე, როგორც სტუმრები. თუმცა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა.

ორივე გუნდმა თამაში კაცნაკლულმა დაამთავრა. მე-20 წუთზე ერთმანეთისკენ გორელმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა და ბათუმელმა ლევან კუტალიამ გაიწიეს, პარტნიორები მათ დაწყნარებას ცდილობდნენ, შედეგად არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ორივე გააძევა. საბოლოოდ – 0:0.

სამტრედია 1:2 თელავი

0:1 მორჩილაძე (51), 1:1 კარტაშიანი (90 საკ. კარში), 1:2 პერუცი (90+8)

იბერია 3:1 გაგრა

1:0 ნონიკაშვილი (18), 2:0 სილა (29), 2:1 ქიმაძე (32), 3:1 კაპანაძე (57)

ტორპედო 3:1 სამგურალი

0:1 ლუკა ხორხელი (14), 1:1 ნინოვიჩი (49), 2:1 იონსენი (83), 3:1 ბასილაძე (90+7)

გაძევება: კალანდარიშვილი (85) – სამგურალი

დინამო 0:0 კოლხეთი                                                                   

დილა 0:0 ბათუმი

გაძევება: ბოჭორიშვილი (20) – დილა; კუტალია (20) – ბათუმი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199933224770:4370
ტორპედო33197754:3864
დილა331711554:2862
ბათუმი3313101039:3849
სამგურალი331091448:4739
დინამო339121232:3839
გაგრა331051834:4935
კოლხეთი337131342:5634
თელავი33791727:4030
სამტრედია335121631:5427

მეგოლეები: ბიორნ იოსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 6, გიორგი არაბიძე (ტორპედო), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები), გიორგი კოხრეიძე, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – იბერია) – 4