ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ დაასახელეს!

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერი გულშემატკივრებმა მარტის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) გუნდის ოფიციალურ ვებგვერზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად დაასახელეს.

„კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მარტში კვარა „ნაპოლის“ ლამაზი სპექტაკლების მთავარი გმირი იყო. ხვიჩა გუნდის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ამ სეზონში MVP-ის ტიტული ზედიზედ ორი თვის განმავლობაში მოიპოვა! ვულოცავთ მას ამ აღიარებას“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.