თორნიკე ოქრიაშვილი „დინამოს“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

„დინამოსა“ და თორნიკე ოქრიაშვილს შორის შეთანხმება შედგა. საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი კარიერას დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის ერთიწლიანი კონტრაქტი გაფორმდა“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ აღზრდილია. სხვადასხვა დროს „მარიუპოლის“, „ჩერნომორეცის“, „გენკის“, „ესკიშეჰირსფორის“, „კრასნოდარის“, „ანორთოსისისა“ და აპოელ-ის ღირსება იცავდა. ბოლოს კი მშობლიურ „გაგრაში“ თამაშობდა (2023 წელს).

საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 49 მატჩში თორნიკემ 13 გოლი გაიტანა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, წვერი and ტექსტი გამოსახულება