ესპანური AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა.
„ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ნეაპოლელთა მეპატრონეს დაუკავშირდა. იტალიური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კი ქართველის გაყიდვას 130 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს. შემდეგ სეზონში, „ნაპოლი“ გუნდის აშენებას ხვიჩას გარშემო გეგმავს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატალონიელები ამხელა თანხას გადაიხდიან.
მიმდინარე სეზონის 27 შეხვედრაში, კვარამ 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.