Italian professional football manager and former player Antonio Conte poses for portraits in his home on February 7, 2024 in Turin, Italy.„ნაპოლის” პრეს-სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მასიმო სპარნელიმ Tele A-ზე გადაცემა Tifosi Napoletani-ში თქვა, რომ ანტონიო კონტემ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას და მომავალი სეზონიდან „პარტენოპეელებს” სათავეში ჩაუდგება.

გადაცემაში თავიდან ვინჩენცოზე იტალიანოზე ლაპარაკობდნენ. სპარნელიმ თქვა: ის, რომ იტალიანო მთავარი კანდიდატი იყო ჩემი ინფორმაცია გახლდათ, მაგრამ ეს არ იყო მართალი. ტურინიდან ახალი ცნობა მომივიდა. ჩემმა სანდო მეგობარმა, რომელიც ნოტარიუსად მუშაობს მითხრა, რომ კონტემ გადაწყვეტილება მიიღო და „ნაპოლსთან” ხელშეკრულებას უკვე მოაწერა კიდეც ხელი. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ კარგად იცის — ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელიც ახალ პროექტში ფულს არ დაზოგავს „ნაპოლია”.

napolipiu კი წერს, რომ როგორც ჩანს იტალიის ექს-ჩემპიონთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კონტე მასშტაბური პროექტის წამოწყებაში დაარწმუნა და სატრანსფერო ბაზარზე ტოპ-შენაძენებსაც დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე სხვადასხვა დროს სათავეში ედგა „არეცოს”, „ბარის”, „ატალანტას”, „სიენას”, „იუვენტუსს”, იტალიის ნაკრებს, „ჩელსის”, „ინტერსა” და „ტოტენჰემ ჰოთსფურს”.