სეზონის ბოლოს, კეპა „ჩელსიში“ დაბრუნდება. მადრიდის „რეალი“ ესპანელი მეკარის ლონდონელებისგან გამოსყიდვას აღარ აპირებს.
„რეალს“ უკრაინელი ანდრეი ლუნინის თამაში იმდენად მოეწონა, რომ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. ამჟამინდელი შეთანხმებით ლუნინი მადრიდში 2025-წლამდე უნდა დარჩეს, თუმც ახალი კონტრაქტი სავარაუდოდ გრძელვადიანი იქნება.
სხვათა შორის, კეპას „ჩელსისთან“ კონტრაქტსაც 2025 წლის ზაფხულში გადის ყავლი და მერე თავისუფალი აგენტი გახდება.