„ლივერპულის“ ლეგენდა ჯეიმი კარაგერი გუნდს ლუის დიასის გაყიდვას ურჩევს.
„ძალიან მაინტერესებს ზაფხულში კლუბები რას იზამენ. „ლივერპულში“ ახალი მწვრთნელი მოვა, მაგრამ მარცხენა ფლანგს გავაძლიერებთ? ვფიქრობ დიასი კარგია, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ დიდებული,“ – თქვა კარაგერმა.
ეს დიასის მამის განცხადებაზე პასუხი იყო, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილის ნახვას ესპანეთში ისურვებდა.
მიმდინარე სეზონში, ლუისმა მონაწილეობა 28 შეხვედრაში მიიღო, სადაც 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.