პორტალი spazionapoli წერს, რომ „ნაპოლის” სეზონი დამთავრებულია. იტალიის აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა „ატალანტასთან” შინ 0:3 წაგების შემდეგ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზე ოცნებაც დაასრულეს. ამიერიდან კალცონას ბიჭებს ერთადერთი რაც შეუძლიათ ევროპის ან კონფერენციის ლიგაში მოხვედრაა, თუმცა თუ დარჩენილ შეხვედრებშიც ისე ითამაშბენ როგორც ბერგამოელებთან, დიდი შანსია, რომ ეს ორი შეჯიბრება გვერდით დარჩეთ.
„ნაპოლის” მომავალი ბუნდოვანია. spazionapoli წერს, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში კარგად რომ ეთამაშა ბევრ ფულს მიიღებდა, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე წაადგებოდა, ახლა კი შესაძლოა ამ ფრონტზეც დაბრკოლებამ იჩინოს თავი. ამას ემატება კლუბის მეპატრონის აურელიო დე ლაურენტისის ყოყმანიც — მან ვერაფრით გადაწყვიტა რომელ მწვრთნელს უნდა ჩააბაროს გუნდი მომავალ სეზონში. გაურკვეველია სპორტული დირექტორის ბედიც. სავარაუდოდ, ზაფხულში „ნაპოლიში” რევოლუციურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ…
…„ნაპოლისა” და „ატალანტას” შეხვედრა ტელეკომპანია DAZN-მა გაარჩია. „აძურის” ცუდმა თამაშმა ტელეკომპანიის მიმოხლიველთა კრიტიკა გამოიწვია, ხოლო როდესაც სიტყვა გუნდის მომავალზე ჩამოვარდა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ვალონ ბეჰრამიმ, რომელიც „ნაპოლიში” 2012-14 წლებში გამოდიოდა, თქვა:
„ჯერ კიმი დაკარგეს, შემდეგ ჟელინსკი აღარ გაჩერდა… ეს ყველაფერი წამყვან ფეხბურთელეთა ბირთვისთვის ძალიან ცუდია. ახლა ყველაფერს აჯობებს თუკი ოსიმენი და კვარაცხელიაც წავლენ. მათ უკვე შექმნეს ისტორია, მერე კი ნახეს, რომ მათი იდეალური თამაში მწვრთნელისა და დირექტორია წასვლამ გაანადგურა”.
ყოფილი ნახევარმცველის ასეთმა განცხადებამ „ნაპოლის” გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. მათ მიაჩნიათ, რომ ოსიმენის გაყიდვის შემდეგ ახალი გუნდი კვარაცხელიას გარშემო უნდა აიგოს.
ბეჰრამიმ აურელიო დე ლაურენტისზეც ილაპარაკა. ის კლუბის მეპატრონის მიმართ მკაცრი იყო:
„პრეზიდენტი ისეთ კლუბისთვის სასიკეთო საკითხებზე არ არის კონცენტრირებული. თუნდაც პოლიტანოს ინტერვიუ რად ღორდა. ის, რასაც დე ლაურენტისი აკეთებს მდგომარეობის გამოსწორებას არ ემსახურება”.