გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, აპირებს თუ არა ეროვნული გუნდის შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას ევრო 2024-ზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება.
„თუ ყველა ფორმაში იქნება, მაშინ ზაფხულში გუნდში დიდ ცვლილებებს არ განვახორციელებთ. არც 10 და არც ხუთი ცვლილება იგეგმება. შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი მოთამაშე დაგვემატოს. ვინც ახლა ჩვენთან არ არის, ოღონდ ისინი სხვებზე უკეთესები უნდა იყვნენ“, – თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელმანი გერმანიის ეროვნულ გუნდს 2023 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს.