Petros Mantalos of Greece wins a header from Adilet Sadybekov of Kazakhstan during the UEFA EURO 2024 Play-Offs semifinal match between Greece and...თბილისში, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მისია უნდა აღსრულდეს, და არა მარტო თბილისში, არამედ არანორმალურად ლამაზი საქართველოს ყველა კუთხეში ყველა სამშაბათის თამაშზე ფიქრობს. ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ამ შეხვედრას არ წააგებენ და მარჩინიაკის საფინალო სასტვენის შემდეგ ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე სწორედ მათი გუნდი გავა. ეს საბერძნეთისთვის აუტანელი სტრესია, არა? ან იქნებ პირიქითაა და ის, რაც ამ დღეებში საქართველოს დედაქალაქში გავიგეთ და ვნახეთ ვილი სანიოლისა და სუპერვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს აქცევს წნეხის ქვეშ?

მართალია ქართველებმა ბოლო წლებში კარგი, პერსპექტიული გუნდი შექმნეს, რომელსაც ოდესმე, მომავალში მართლა შეუძლია ამა თუ იმ მსხვილი შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე გასვლა, მათ მიაჩნიათ, რომ „დინამო არენაზე” სხვა ფინალს არ უნდა დაელოდონ. „ახლა ან არასდროს”… აი, ეს დამოკიდებულება ჰკიდია ჰაერში.

საბერძნეთის საიდუმლო

ეს ვნებათაღელვა პოიეტისა და ნაკრების ფეხბურთელების სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შეიძლება ჩვენს დიდ უპირატესობად იქცეს. ურუგვაელი მწვრთნელის სტილმა და ფილოსოფიამ, რომელსაც ის გუნდს აღმშენებლობის პერიოდში უნერგავდა, სწორედ ამგვარი რაღაცების მიმართ გვაქცია უფრო ცინიკურად.

სცენარის თანახმად ამ შეხვედრაში უნდა მოიგოს იმან, ვინც უფრო ჭკვიანურად ითამაშებს, მღელვარება კი ხშირად გონებას ბინდავს და არასწორი გზებით გვატარებს. ფეხბურთელებისა და პოიეტის ნათქვამით თუ ვიმსჯელებთ ჩვენ ცივსისხლიან თამაშს ვაპირებთ და სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ.

კვარაცხელია ამას თავის თავზე აიღებს

იმის აღწერა, თუ რა ხდება აქ კვარას სახელის ხსენებაზე, უბრალოდ შეუძლებელია. აურელიო დე ლაურენტისის ოქროს საბადო საქართველოში ყველაფერია, ღმერთით დაწყებული… თბილისის ყოველ კუთხეში გასაყიდად გამოტანილი შარფებით დასრულებული.

გუნდს წინ ის გაუძღვება, მაგრამ კვარაცხელია მარტო არ არის. ალბათ უკვე წაიკითხეთ, რომ ქართველებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და მებრძოლები არიან. მეკარე მამარდაშვილი სათამაშო პოზიციის გამო ასეთი კომერციული ფიგურა არ არის, მაგრამ როდესაც დიდ გუნდში გადავა — რაც შეიძლება ამ ზაფხულშივე მოხდეს — ისიც კვარაცხელიას დონეზე ავა. ამრიგად, მამარდაშვილი ბარომეტრს წარმოადგენს.

ერთი სიტყვით, მეგავარსკვლავს მოედანზე დამხმარე არ აკლია და დიდი სიფრთხილეა საჭირო მთელი ჩვენი ყურადღება „ნაპოლის” მოთამაშეზე რომ არ გადავიდეს. პოიეტის კომენტარებიდან ჩანს, რომ კვარას თამაში წაკითხვა მნიშვნელოვანი რამ არის და მისი განეიტრალების შემთხვევაში ქართველები დიდად დაზიანდებიან. ეს მათზე ძალიან იმოქმედებს და შესაძლოა ამის წყალობით საბერძნეთი უკანა გზაზე თვითმფრინავში გამარჯვებული ჩაჯდეს, რის შემდეგაც უკვე გერმანიაში მოგზაურობის დაგეგმვას შეუდგება. სამშაბათი დიდი დღეა და შესაძლოა ყველას ვინც მას გადაიტანს, საბერძნეთის წარმატების გამო სამუდამოდ დაამახსოვრდეს.

მანოს ნაბროზიდისი, sport24