საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. არბიტრი გახლავთ შიმონ მარცინიაკი – ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსაჯი, რომელიც ამ საქმეში 2009 წლიდანაა, ფიფა-ს რეფერი კი 2011 წელს გახდა. 43 წლისაა და ბიზნესმენია.
სხვათა შორის, სწორედ მარცინიაკმა იმსაჯა საბერძნეთი-საქართველოს საკვალიფიკაციო მატჩი 2021 წლის 31 მარტს, რომელიც 1:1 დასრულდა. იმ თამაშში პოლონელმა 7 ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი…
მარცინიაკს თანამემამულეები – პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი სლოვაკი ივან კრუჟლიაკი იქნება, ხოლო ვიდეორეფერის ოთახში ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი იმუშავებენ.
მიმდინარე სეზონში მარცინიაკი 31 მატჩი განსაჯა, რომლებშიც გააფრთხილა თამაშში საშუალოდ 4-5 ფეხბურთელი, დანიშნა 11 პენალტი და არცერთი მოთამაშე არ გაუძევებია პირდაპირი წითელი ბარათით.