Azar will wait for his debut performance in Real Madrid - Free Pressბელგიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა კარიერაში თავის საუკეთესო მოგონებაზე ისაუბრა.

„ეს იყო ჩემი ოცნება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ტრავმების გამო არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა. როდესაც ვიხსენებ და ვხედავ ჩემს სურათებს, სადაც მადრიდის „რეალის“ თეთრი მაისურა მეცვა, ვამაყობ. რაც შეეხება „ჩელსის“, იქ შვიდი წელი გავატარე. ეს ჩემი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო მოგონებაა“, – სევდიანად ამბობს ედენ აზარი.

შეგახსენებთ, რომ აზარმა კარიერა 2023 წლის ოქტომბერში 32 წლის ასაკში დაასრულა. ბელგიელი ფეხბურთელის ბოლო კლუბი მადრიდის „რეალი“ გახლდათ, რომელშიც ის 2019 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 76 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც შვიდი ბურთი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.

წილი
წინა სტატიამადონინები
შემდეგი სტატიაყველაზე ძვირი გუნდი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...