Image 30საქართველოს ნაკრები შეიკრიბა და ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალისთვის  მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩებითვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

ნაკრები საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ დაბინავდა და „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდი ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება. საქართველოს ნაკრებში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა 38 წლის (18 მარტს გახდა) ნახევარმცველი ჯაბა კანკავა.

საქართველო – ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. წარმატების შემთხვევაში, ჩვენები 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი – ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს ევრო 2024-ის საგზურისთვის თბილისშივე დაუპირისპირდებიან.

გურამ კაშია ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ლუქსემბურგთან მატჩს. ერთმანეთი გვჭირდება ყველას ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ. ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს. ვფიქრობ, საინტერესო კვირა გველის და მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც აქამდე გვიჭერდნენ მხარს.

ლევან შენგელია თითოეული ფეხბურთელი ძალიან მოტივირებულია. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს თამაშები. მაქსიმალურ მზად ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება მნიშვნელოვანია. როდესაც ეროვნულ გუნდში პირველად გამომიძახეს, ჯაბა მაშინ კაპიტანი იყო და ზუსტად მახსოვს ის ლიდერული თვისებები, რაც მას გააჩნია. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება ძალიან გამოგვადგება და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

Image 3