Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli celebrates with teammate Victor Osimhen during the Serie A TIM match between US Sassuolo and SSC Napoli - Serie A...ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა, „ტორინოში”, „ფიორენტინაში”, „რომასა” და სხვა გუნდებში ნათამაშევმა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 1975-76 წლების სკუდეტოს მფლობელმა, ჩემპიონთა თასის ფინალისტმა და მრავალი შედარებით მცირე ტიტულის მფლობელმა ფრანჩესკო გრაციანიმ რადიო Crc-ს ეთერში იტალიური კლუბების ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ილაპარაკა. მან თქვა:

„ლაციოს” იმედი უმეტეტესობას არ გვქონდა, „ნაპოლისა” და „ინტერისგან” კი უკეთეს თამაშს ველოდით. „ინტერმა” ორივე შეხვედრაში გვაჩვენა, რომ ამოცანის გადაჭრა შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. და მაინც, სამი იტალიური კლუბდან ყველაზე კარგი შანსი მას ჰქონდა.

რაც შეეხება „ნაპოლის”, მას ახლა ერთადერთი მიზანი აქვს: რამენაირად ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება უნდა მოიპოვოს. ეს თუ ვერ შეძლო, წელი წარუმატებლად ჩაეთვლება. იმედი მაქვს, რომ ფრანჩესკო კალცონა ამოცანას თავს გაართმევს. ასეთ პირობებში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე რომ გაიყვანოს, ერთი კი არა, ოთხი კონტრაქტის ღირსი იქნება. მგონი „ნაპოლიში” ამაზე ფიქრობენ კიდეც. კალცონა წესიერი ადამიანია, მას თავისი იდეები აქვს, როგორც მწვრთნელს არაფერი აკლია. რასაკვირველია, ცნობილი არ არის, რადგან წარსულში მეტწილად ასისტენტად მუშაობდა, მაგრამ თუ შანსს არ მისცემენ, როგორც მთავარი მწვრთნელი ვერასდროს გაიზრდება. ერთი ნაღდია, მისი კარიერა შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ის „ნაპოლიში” ძალიან რთულ დროს ჩავიდა, ავადმყოფთან მესამე ექიმად მიიყვანეს და ვინაიდან პირველი ორი ჩაფლავდა, იოლად შეგიძლიათ დაასკვნათ, რამდენად ავად იყო გუნდი.

კალცონამ ოსიმენი და კვარაცხელია გამოაფხიზლა. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კი სხვებზე მეტად ამ ორ ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული.

„ნაპოლიში” მაურიციო სარის მიყვანა? როგორც გითხრათ, ხელახლა გაცხელებული სუპი ახალგაკეთებულს ვერ შეედრება, მაგრამ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ კარგ მწვრთნელზე, რომლის დაბრუნება მაინც მისასალმებელი უნდა იყოს”.