მარტის სანაკრებო პაუზის დროს გერმანიის ნაკრები ორ ახანაგურ შეხვედრას ჩაატარებს – ბუნდესგუნდი 23 მარტს ლიონში საფრანგეთს ესტუმრება, 26-ში კი ფრანკფურტში ნიდერლანდებს უმასპინძლებს.
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ამ თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელმა ნაკრებში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე არ გამოიძახა – შემადგენლობის მიღმა დარჩნენ ლეონ გორეცკა, მატს ჰუმელსი, ნიკლას ზიულე, ნიკო შლოტერბეკი, მათ ნაცვლად ბუნდესგუნდში რამდენიმე დებიუტანტია.
მარტის შეკრებაზე ასევე არ არის ლეროი სანე, რომელსაც ავსტრიასთან მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.
გერმანიის ნაკრებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ტონი კროოსის გამოძახებაა, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ეროვნულ ნაკრებს და 2024 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
მეკარეები მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო (ფულემი), ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).
მცველები ვალდემარ ანტონი (შტუტგარტი), იან ნიკლას ბესტე (ჰაიდენჰაიმი), ბანჟამინ ჰენრიკსი (ლაიპციგი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიამ მიტელშტედტი (შტუტგარტ), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი).
ნახევარმცველები და თავდამსხმელები რობერტ ანდრიჩი (ლევერკუზენი), მაქსიმილიან ბაიერი (ჰოფენჰაიმი), კრის ფიურიხი (შტუტგარტ), ნიკლას ფულკრუგი (დორტმუნდი), პასკალ გროსი (ბრაიტონი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა), კაი ჰავერტცი (არსენალი), ტონი კროოსი (რეალი), თომას მიულერი (ბაიერნი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ალექსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი), დენის უდავი (შტუტგარტი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).