რამაზ სვანაძე: "გუნდში იყო განცდა, რომ თამაში გადაგვერჩინა..." | belive.geსაქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალ სეზონს 22 მარტს, თურქეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩით დაიწყებს. მარტის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას, სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე, „პენდიკის“ სტადიონი უმასპიძნძლებს.

თურქეთთან მატჩის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი გიბრალტარში გაემგზავრება სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

21-წლამდელთა მოახლოებულ შეკრებას გიორგი მაისურაძე (წითელი ბარათი) და ნოდარ ლომინაძე (სამი გაფრთხილება) გამოტოვებენ. ტრავმის გამო გუნდს ჯადული იობაშვილი ვერ დაეხმარება. მოახლოებული მატჩებისთვის რამაზ სვანაძის სიაში სამი დებიუტანტია – ლუკა სალუქვაძე, ნიკოლოზ სიხარულაშვილი და დავით ზურაბიანი.

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლუკა ლაცაბიძე (შახტარი დონეცკი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში, საქართელოს ახალგაზრდული ნაკრები 10 ქულით მეორე ადგილზეა, მესამეადგილოსან შვედეთს 7 ქულა აქვს, ჯგუფს კი 18 ქულით ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს.

 

წილი
წინა სტატიანაგელსმანი კროოსით და დებიუტანტებით…
შემდეგი სტატიალიგა დალაგდა…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...