სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
ვილი სანიოლმა ჯაბა კანკავას სლოვაკეთში ჩააკითხა და ნაკრებში დაბრუნებაზე შეუთანხმდა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს და ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, „დინამო არენაზე“ გამართავს.

დღეს კი ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული მათცისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობას უბრუნდება 37 წლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა.

ჯაბამ ეროვნული გუნდის მაისურით პირველად 2004 წლის 8 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ ითამაშა. ის 2012 წლიდან ნაკრების კაპიტანი გახდა და 100 მატჩი ჩაატარა. ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩი 2021 წლის 9 ოქტომბერს გამართა და სანაკრებო კარიერა დაასრულა, ახლა კი… ჩვენს გუნდის ბოლო მატჩებში აშკარად იგრძნობოდა პრობლემები საყრდენ ზონაში და ამიტომაც, სანიოლმა ჯაბა კანკავა უმნიშვნელოვანესი შეხვერდის წინ კვლავ იხმო.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარმცველები და თავდასხმელები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

საქართველო – ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.