პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გუნდის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვსურს შევქმნათ გუნდი, რომელსაც რეალურად შეეძლება ერთად თამაში მომდევნო 6-8 წლის განმავლობაში. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ევროპის 10 საუკეთესო კლუბს შორისაც ასეა. ეს გვახარებს“, – თქვა ამაყად ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. ესპანელი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გუნდს 25 შეხვედრაში 56 ქულა აქვს.