Highest-Paid Athletes of All Time 2024: Jordan, Tiger, Ronaldo Leadპოპულარულმა გამოცემა Sportico-მ გამოაქვეყნა  ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია სპორტის ისტორიაში.

ტოპ 50-მა სპორტსმენმა ჯამში 50 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, თუ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ – 35,5 მილიარდი.

რეიტინგში 9 სხვადასხვა სპორტის წარმომადგენელი მოხვდა 17 ქვეყნიდან.  ყველაზე მეტი წარმომადგენელი NBA-დან არის – 12 კალათბურთელი.

ტოპ 50-ში ერთადერთი ქალი ფიგურირებს – ლეგენდარული ამერიელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი (40 ადგილი, 630 მილიონი).

ტოპ  10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი

  1. მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი ) – 3.75 მილიარდი დოლარი
  2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 2.66 მილიარდი
  3. კრიშტიანუ რონალდო (ფეხბურთი) – 1.92
  4. არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1.76
  5. ლებრონ ჯეიმსი (ალათბურთი) – 1.7
  6. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 1,675
  7. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1,67
  8. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – 1,5
  9. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1,49
  10. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 1,48