ვილი სანიოლი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატიაო, წერს  „სანის“ ირლანდიური გამოცემა.

„ვილი სანიოლი, ირლანდიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად ყველასათვის მოულოდნელად დასახელდა. თუმცა ამ ეტაპზე იგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის და ლუქსემბურგთან პლეი ოფის მატჩისთვის ემზადება“, – წერს გაზეთი.

5 მარტს ირლანდიის საფეხბურთო ასოოციაციის ხელმძღვანელმა, მარკ კენჰემმა განაცხადა, რომ ირლანდიის ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობას აპრილის დასაწყისში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ სანიოლმა დეკემბერში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წავა, მიუხედავად იმისა, „ჯვაროსნები“ ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებენ თუ არა.

ვილი სანიოლი - წაგება ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ ასეთი კატასტროფული ანგარიში  მიუღებელია, ბოდიში ჩვენს გულშემატკივარს #1TVSPORT - 1TV