საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები წლის პირველ შეხვედრას 22 მარტს ჩაატარებს. რამაზ სვანაძის გუნდი ამხანაგურად თურქეთს ეთამაშება – შეხვედრა სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე პენდიკის სტადიონზე გაიმართება.
ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ამხანაგური ნაკრები გიბრალტარში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ჩაატარებს ადგილობრივ ნაკრებთან.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში, საქართველო 10 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილოსან შვედეთს 7 ქულა აქვს.
22 მარტი. 21.30 თურქეთი vs საქართველო
26 მარტი. 20.00 გიბრალტარი vs საქართველო

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
