„მილანის“ თავდამსხმელმა რაფაელ ლეაუმ ფეხბურთსა და მუსიკაში მისი კერპების შესახებ შეკითხვას უპასუხა.
„ფეხბურთის და მუსიკის კერპი? კრიშტიანუ რონალდუ. ბავშვობაში ეს იყო რონალდინიო. მუსიკაში ნამდვილი კერპი არ მყავს. ბობ მარლის გარდა. მის პატივსაცემად ტატუ მაქვს გაკეთებული“, – ციტირებს ლეაუს სიტყვებს Corriere dello Sport.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლეაუმ ყველა ტურნირზე 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
იტალიის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ „მილანმა“ 56 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა.