Coach of Napoli Francesco Calzona looks on during the Serie A TIM match between Cagliari and SSC Napoli at Sardegna Arena on February 25, 2024 in...პორტალმა tuttonapoli „კალიარისა” და „ნაპოლის” შეხვედრის (1:1) შემდეგ ტრადიციულად ჩამოწერა ათი რამ, რაც მისი ჟურნალისტების აზრით სარდინიაზე გამართულ შეხვედრაში ყურადსაღები იყო. ჩვენი ყურადღება მეორე პუნქტმა მიიპყრო. მას ჰქვია: მეორედ შეცვლილი. კალცონა და კვარაცხელია. ქვემოთ გთავაზობთ ტექსტს, რომელიც საიტმა ამ სათაურის ქვეშ დაწერა:

„დარწმუნებული ხართ, რომ მომხდარი სწორად აღიქვით? როგორც იქნა „ნაპოლიმ” ოსიმენის გოლით შეხვედრას კლიტე ახსნა და კონტრშეტევისთვის სივრცე გამოჩნდა. და აი, ასეთ დროს ხვიჩა კვარაცხელიას მოედნიდან გაყვანა ვითომ კარგი იდეა იყო და მისით თავმოწონება ღირს? ნეტავ აქ იმ შემთხვევასთან ხომ არ გვაქვს საქმე, როდესაც ჩიჩო (ბავშვის მოსაფერებელი სახელია) ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ მტკიცე ხასიათი აქვს და ყველა იარლიყიანისთვის დამახასიათებელ შეცდომას უშვებს? ეს იმ სერიიდან არის: მე ვინმეს ასისტენტი არ გეგონოთ, ყვერებიანი ბიჭი ვარ! ჩვენი აზრით, როდესაც კვარა მოედნიდან გადის, გუნდი წვალებას იწყებს. ახლა, ტვინიკოსების დრო არ არის.