Live ticker: FC Bayern vs. VfL Bochum 1848 - Bundesliga 23/24

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გერმანიის ჩემპიონატში 25-ე გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი სტატისტიკური მიღწევა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში ბოხუმთან (3:2) 87-ე წუთზე გაიტანა.

ამრიგად, კეინს გერმანიის ჩემპიონატში 25 გოლის გასატანად ყველაზე ცოტა თამაში (22) დასჭირდა. წინა მიღწევა „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნოდა, რომელმაც „დორტმუნდის“ მაისურით 25 გოლი ბუნდესლიგის 25 მატჩში გაიტანა,

ამ დროისთვის „ბაიერნი“ 50 ქულით გერმანიის ჩემპიონატის მეორე ადგილზეა. გუნდი ლიდერ „ბაიერს“ რვა ქულით ჩამორჩება.