ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის ყველა წინადადებას დათანხმდა, მათ რიცხვში გუნდის სათავეში დაუყოვნებლად ჩადგომას — ზეგ, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში, „ბარსელონას” წინააღმდეგ „პარტენოპეელებს” ახალი თავკაცი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მის შტაბს, ეს საკითხი პრეზიდენტთან უშუალო შეხვედრის დროს გადაწყდება. როგორც მოგახსენეთ, ლაპარაკია, რომ კალცონას ასისტენტები იქნებიან ახლო წარსულში „ნაპოლისა” და სლოვაკეთის ნაკრების ვარსკვლავი მარეკ ჰამშიკი და ფრანჩესკო სინატი, რომელიც რამდენიმე წლის წინ „მარადონაზე” ლუჩანო სპალეტისთან ეხმარებოდა.
იტალიელმა ჟურნალისტმა, სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაადასტურა, რომ სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელი კალცონა მართლა შეცვლის ვალტერ მაცარის. იტალიელი სპეციალისტი „ნაპოლისთან” ჯერჯერობით ივნისამდე გააფორმებს კონტრაქტს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
