ევროპის ლიგის შეხვედრაში, როტერდამის „დე კუიპზე”, „ფეიენოორდისა” და „რომას” (1:1) შეხვედრის დროს ტრიბუნაზე „ნაპოლის” გულშემატკივართა გამოფენილი ბანერი გამოჩნდა. ბანერზე ეწერა: „ნაპოლი იტალიის ჩემპიონია. ჩირო ცოცხალია”.
ჩირო, იგივე ჩირო ესპოზიტო იყო იტალიელი გულშემატკივარი, რომელიც 2014 წელს იტალიის თასის ფინალის წინ რომში მოკლეს. ბანერზე აგრეთვე ეხატა სკუდეტოს სიმბოლო ტრიკოლორი.
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრასთან და შეჯიბრებასთან „ნაპოლის” კავშირი არ აქვს. „აძური” მომდევნო ოთხშაბათს, 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მასპინძლობს „ბარსელონას”.
ასეთი რთული ურთიერთობები აქვთ სხვადასხვა იტალიური კლუბის გულშემატკივრებს.