„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, აჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ გამოსვლაზე ისაუბრა.
„არ ველოდი, რომ „ლივერპული“ ამ სეზონში ცხრილის სათავეში მოექცეოდა და ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებდა. მეგონა, მერსისაიდელების მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა იქნებოდა, რას ვიქირებდი რომ ისევ „მანჩესტერ სიტისთან“ დაიწყებდნენ ბრძოლას.
მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, ქალაქელების მთავარი მეტოქე „არსენალი“ გახდებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ „ლივერპულმა“ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა შემადგენლობის შევსებაში“, – თქვა რიომ.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 24 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ ლიდერობს სატურნირო ცხრილში, 2 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“. თუმცა ამ უკანასკნელს ერთი თამაშით ნაკლები აქვს.