კანარის კუნძულებზე, ლას პალმასში, „ვალენსიას” უიღბლო თამაში ჰქონდა — კონკურენტთან, მასავით ევროთასებზე გასვლის მაძიებელთან 0:2 წააგო და თან ორივე გოლი მაშინ გაუშვა, როდესაც ყველას ეგონა, რომ შეხვედრა 0:0 დამთავრდებოდა: 89-ე და 90+5-ე წუთებზე. არც ვალენსიელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს გაუღიმა ბედმა. მთელი მატჩის განმავლობაში მის კართან სახიფათო მომენტი არ შექმნილა, ბოლოს კი ყველაფერი ყირაზე დადგა. თუკი პირველი გოლის დროს მცველები შეცდნენ და მანაც რამდენიმე კაცით დაფარული ალექს სუარესის თავური დარტყმის მომენტი, სავარაუდოდ, ვერ დაინახა, მეორე გოლის ეპიზოდში ბურთის ხელში უნდა დაეჭირა.
„თამაშის შეფასება იმაზეა დამოკიდებული, თუ რას აქცევ ყურადღებას. თუ შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ, უკმაყოფილო ვარ, რადგან ანგარიში არ ასახავს იმას, რასაც მთელი მატჩის განმავლობაში ვუყურებდით. რასაც ვგეგმავდით იმას ვერ მივაღწიეთ. მეტოქემ შეხვედრის მიწურულს გაგვიტანა. პასუხის გასაცემად დრო აღარ გვქონდა. რას იზამ, ასეთია ფეხბურთი. ახლა ფეხზე უნდა წამოვდგეთ და შემდეგ მატჩზე ვიფიქროთ. გუნდური მუშაობით კი კმაყოფილი დავრჩი”, — თქვა მატჩის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ.
„ვალენსიას” შემდეგი თამაში 17 თებერვალს შინ აქვს, „სევილიასთან”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
