8 თებერვალს პარიზში ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამასების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებები იქნებიან.

უკვე ცნობილია გათამასების კალენდარი და თამაშების გამართვის თარიღები:

7 სექტემბერი / საქართველო-ჩეხეთი

10 სექტემბერი / ალბანეთი-საქართველო

11 ოქტომბერი / უკრაინა-საქართველო

14 ოქტომბერი / საქართველო-ალბანეთი

16 ნოებერი / საქართველო-უკრაინა

19 ნოემბერი / ჩეხეთი-საქართველო

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, მეორეადგილოსნები კი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი 2025 წლის ივნისში.

 

წილი
წინა სტატიამილანი იდეალური ადგილია
შემდეგი სტატიაყვითელი, ლურჯი, წითელი…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...