Jurgen Klopp insists Liverpool can get even better after another home win | beIN SPORTS„ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის ტიტულისთვის რბოლის შესახებ ისაუბრა.

„თუ ინგლისის ჩემპიონატის ექსპერტი გჭირდებათ, ალბათ მე არ უნდა მკითხოთ, რადგან უფრო ხშირად სეზონს მეორე ადგილზე ვასრულებდით. არ ვნერვიულობ, რომ „სიტის“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ყოველთვის ველით, რომ ისინი ყველა თამაშს მოიგებენ. ჩვენ არც კი გვჭირდება ყურება, თუ როგორ თამაშობენ ისინი”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს ლივერპულის ოფიციალური ვებ-გვერდი.

მან აღნიშნა, რომ „არსენალთან“ მატჩში მისი გუნდი საკმარისად კარგად არ გამოიყურებოდა. მეთოფეებმა 3:1 გაიმარჯვეს.

„ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 23 მატჩიდან 51 ქულით ლიდერობს.