საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-14 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 10-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. წინა ტურებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთადერთი ქართული ლელო დაფიქსირდა: „ტულონისა“ და „ბორდოს“ შეხვედრის მე-14 წუთზე სტუმართა ლელოდან 15 მეტრში რაქი შეიქმნა, საიდანაც ბურთი ჩვეულ სტილში ვასილ ლობჟანიძემ გამოიტანა, მიზნისკენ სწრაფად დაიძრა და მისი შეჩერება ბორდოელებმა მხოლოდ კოლექტიურად შეძლეს, მაგრამ ტულონელთა შეტევა გაგრძელდა და...
კორიერე დელო სპორტი: არავინ იცის აქვს კი მის ნიჭს საზღვარი?
კვარამ „ნაპოლის” მეორე გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც იტალიის ჩემპიონმა „ვერონას” 2:1 მოუგო. გავლენიანმა რომაულმა გამოცემამ „კორიერე დელო სპორტმა” დაწერა: „როდესაც „ნაპოლიმ” თავი ჯოჯოხეთში ამოჰყო, ოცნების ადამიანი საკუთარ სხეულს დაუბრუნდა, ბედს ხელი ჩაავლო და ცისარტყელა დახატა: ვის ჰყავს კიდევ ხვიჩა კვარაცხელია, კაცი, რომლის ტალანტსაც ოქროს ფასი აქვს? და როდესაც ყველას ეგონა, რომ დამთავრდა, „ნაპოლი” ვეღარაფერს გახდებოდა,...
ნეაპოლური პარადოქსი: ყველაზე დაბალხელფასიანი ლიდერი
„ნაპოლიმ” „ვერონა” დაამარცხა – 2:1. ეს იყო ნეაპოლელთა რთული გამარჯვება, რომელსაც ბოლოში ერთი კაცის ხელმოწერა ამშვენებდა: ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელის მიერ შექმნილმა ავთენტურმა მარგალიტმა გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გასვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. მართალია ჯერ კიდევ გაჭირვებით, მაგრამ როდესაც „ნაპოლი” შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ჩვეულებრივ კვარაცხელია ანათებს: მარადონას სახელობის სტადიონის თავზე ღრუბელს მისი დრიბლინგი, მოპოვებული და...
ნაპოლი ძლიერია, მაგრამ ამნეზია სჭირს
ფრთხილად, ეს კვარაცხელიას დღეა! ქართველმა „ნაპოლისა” და „ვერონას” მატჩის ბედი გადაწყვიტა და ნეაპოლელ გულშემატკივარს მორიგი ვნების კვირა აარიდა. კვარამ 88-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან შეაგდო. ეს იყო „აძურის” დამსახურებული, მაგრამ ძნელი გამარჯვება, რადგან 72-ე წუთზე კოპოლას გოლით წინ ვერონელები გავიდნენ. ახლა სეზონის ბოლომდე ჩხიკინი აღარ არის საჭირო, წარსული ქექვა მაზოხიზმია, უსარგებლო საქმიანობაა. „ნაპოლის” პოზიციების დასაბრუნებლად და...



