საქართველოს ჩემპიონი „ბათუმი“ კიდევ ერთ ფეხბურთელს შეელია – გუნდი 26 წლის შემტევმა ირაკლი ბიძინაშვილმა დატოვა და კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, „ჟენისში“ გააგრძელებს, სადაც მწვრთნელად ლევან კორღალიძე მუშაობს.

ბიძინაშვილმა კლუბთნ კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა. ის „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. უთამაშია სომხურ „არცახში“, ლატვიურ „იელგავაში“, გორის „დილასა“ და „ბათუმში“.