ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხა – კლუბს უკრაინული „დნიპრო 1-ის“ შემტევი ფელიპე პირესი შეუერთდა. 28 წლის ბრაზილიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც (2+1) გააფორმა.
ფელიპე პირესს თამაშობდა ბრაზილიურ „რედ ბულში“, „ჟუვენტუდში“, „პალმეირასსა“ და „ფორტალეზაში“, ასევე „ლაიპციგის“ 19-წლამდელთა გუნდში.
„დნიპრო 1-ის“ გარდა, იყო ავსტრიული „ზალცბურგისა“ და „აუსტრიას“, გერმანული „ჰოფენჰაიმისა“ და „აინტრახტის“, ხორვატული „რიეკას“, პორტუგალიური „მორეირენშეს“, ნიდერლანდური „დენ ჰააგისა“ და ბერძნული „ვოლოსის“ ფეხბურთელი.
პირესი ორჯერ იყო ავსტრიის ჩემპიონი, ხოლო ორ ქვეყანაში (ავსტრია, ხორვატია) თასის მფლობელი გახდა.