ერთა ლიგის ტურნირი, რომელმაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები უნდა გამოავლინოს ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე ცნობილია 2024-2025 წლის სეზონის კალენდარი და კალათები. საქართველოს ნაკრებს თამაში B დივიზიონში მოუწევს, წილისყრა კი, 8 თებერვალს პარიზში გაიმართება და ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეებსაც შევიტყობთ. კალათები კი, ასე შედგა:
A დივიზიონი
I კალათა: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები
II დანია, პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი
III შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი
IV ისრაელი, ბოსნია, სერბეთი, შოტლანდია
B დივიზიონი
I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი
II ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია
III სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო
IV საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი
C დივიზიონი
I კალათა: რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი, ლუქსემბურგი
II აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები
III ჩრდ. მაკედონია, სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი
IV ბელარუსი, ლიეტუვა ან გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია
D დივიზიონი
I კალათა: ლიეტუვა ან გიბრალტარი, მოლდოვა
II მალტა, ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი
A, B და C დივიზიონებში ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება. D დივიზიონში კი, ორი სამგუნდიანი ჯგუფი. ერთა ლიგის ჯგუფური ტურნირი 2024 წლის შემოდგომით გაიმართება, ხოლო ფლეი ოფები, 2025 წლის მარტში.
A დივიზიონის ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში ითამაშებს.
A და B დივიზიონის ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან, ხოლო B, C და D ლიგების გამარჯვებულები აღზევდებიან.
C დივიზიონის ოთხი ჯგუფიდან ორი ბოლოადგილოსანი (რეიტინგის მიხედვით) D დივიზიონში დაქვეითდება.
არის სიახლეც: შესაძლოა, მესამე ადგილზე გასული გუნდის დაქვეითდეს, რადგან ქვედა დივიზიონის მეორე ადგილზე გასულთან ფლეი აუტის მატჩს ითამაშებს.