აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენის ნიგერიამ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას კამერუნი დაამარცხა (2:0) და შეჯიბრებას გამოთიშა. ორივე გოლი „ატალანტას” თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმენმა გაიტანა — 36-ე და 90-ე წუთებზე. შედეგად, „სუპერარწივები” მეოთხედფინალში ითამაშებენ, ხოლო ზამბო ანგისა „ნაპოლის” დაუბრუნდება.
მეოთხედფინალში ნიგერიის მეტოქე იქნება ანგოლა, რომელმაც 3:0 მოუგო ნამიბიას. შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება.
ნიგერიელებმა აფრიკის თასზე უკვე ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგეს. ნიგერიელი გულშემატკივრების გმირი კი ოსიმენია, რასაც კამერუნთან მატჩის შემდეგ გადაღებული ეს ვიდეოც ადასტურებს: