4 თებერვალს გერმანიის ქალაქ ბისაუში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ მორიგ ჩემპიონატს გერმანელებთან დაპირისპირებით დაიწყებს. მოგეხსენებათ, ჩვენს ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს – ინგლისელი რიჩარდ კოკერილი. ჰოდა, ამ კაცმა უკვე შეკრიბა რაზმი, რომელიც ქვეყნის ღირსებას ტურნირის ჯგუფის სამ მატჩში დაიცავს. საპლეიოფო შემადგენლობა მოგვიანებით, ჯგუფის დასრულების შემდეგ გამოცხადდება, დღეს კი იმ 35 კაცის ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც ხსნებულ სამ მატჩში ითამაშებს – 4 თებერვალს გერმანიაში, ხოლო 10-სა და 17-ში – „ავჭალაზე“, შესაბამისად ნიდერლანდებთან და ესპანეთთან.

ამჟამინდელ რაზმში 20 მორკინალი და 15 უკანახაზელი და ჰავბექია. მათ შორის 11 დებიუტანტია, 20 მორაგბე „შავ ლომს“ წარმოადგენს, რომლის მწვრთნელი ასევე კოკერილია, 15 კაცი კი ფრანგული კლუბებიდანაა. აი, სრული რაზმიც:

ბურჯები: დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე),ირაკლი აფციაური (გრენობლი), გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხარტიშვილი (შავი ლომი).

კვაჭები: ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე),

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი).

მესამე ხაზი:  გიორგი კერვალიშვილი (შავი ლომი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი).

  1. მიხეილ ალანია (ორიაკი), გიორგი მარგალიტაძე (შავი ლომი), დავით ხუროშვილი (კლერმონი).
  2. ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი).

შუამარბები:  მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპიტანი), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

გარემარბები: ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შალვა აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი).

ფულბექები: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

International - Richard Cockerill : "J'ai saisi l'opportunité de la Géorgie  parce que je veux me tester" - rugbyrama.fr