„ლივერპულში“ იურგენ კლოპის ეპოქა სრულდება – გერმანელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა და განაცხადა, რომ ზაფხულში, სეზონის დასრულების შემდეგ წვრთნელის თანამდებობას დატოვებს, მიზეზად კი დაღლილობა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ კლოპი „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელად 2015 წელს დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით „ლივერპულმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის სუპერთასი, ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასები, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ორჯერ დასახელებული იყო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად (2018-2019 და 2019-2020 წლების სეზონში).