„ჩელსისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც „რომაში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობს, საუდის არაბეთის ჩემპიონატის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის პრო ლიგა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა მსოფლიოში, თუ არა ყველაზე  საუკეთესო. ყველა საუდური კლუბი დიდ ძალისხმევას იჩენს იქ ცნობილი ფეხბურთელების გადასაბირებლად. ისინი მნიშვნელოვნად იხვეწებიან. მათ ჩემპიონატს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო შეჯიბრი“, – წერს სოციალურ ქსელში რომელუ ლუკაკუ.

მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ „რომას“ მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, რომელებშიც 15 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

Roma, entusiasmo per Lukaku: ha l'ottava media gol in Europa - Siamo la Roma