Andre-Frank Zambo Anguissa of SSC Napoli celebrates with teammate Victor Osimhen after scoring the team's first goal during the Serie A match between...ბედს ხუმრობა უყვარს: აფრიკის თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენი ანდრე-მარკ ზამბო ანგისას დაუპირისპირდება. სხვა სიტყვებით, ნიგერია კამერუნს ხვდება და ორივე გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, „ნაპოლის” ფეხბურთელი თამაშობს.

მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, მოვლენათა ასეთი თანხვედრა „ნაპოლის” მწვრთნელ ვალტერ მაცარის ხელს აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უახლოეს დღეებში ოსიმენი ან ანგისა დაუბრუნდება.

ნიგერია კამერუნს 27 იანვარს ხვდება. „ნაპოლის” უახლოესი თამაში „ლაციოსთან” აქვს 28 იანვარს, რომელშიც მერვედფინალში გამოვარდნილი აფრიკელი ფეხბურთელი ცხადია მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ 4 თებერვალს, „ვერონასთან” ის უეჭველად მწყობრში იქნება.